Window Phone, ეს არის ძალზედ საინტერესო კონცეფცია, International Design Excellence Awards ყოველწლიურ კონკურსზე წარდგენილ ნამუშევართა შორის. დიზაინერმა Seunghan Song–მა, თვით ტელეფონის დასახელებაშივე ჩადო მისი იდეის არსი. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ Window Phone–ის მეშვეობით შეიტყოთ, თუ როგორი ამინდია გარეთ, ისე თითქოს ფანჯრიდან გაგიხედავთ.
მთლიანად სენსორული, გამჭვირვალე მობილური ტელეფონი – ეს ეშმაკური შუშის ნაჭერი, გატყობინებთ ნათელი და მზიანი, ან წვიმიანი თუ ყინვიანი კლიმატის შესახებ იმ ადგილმდებარეობაში, სადაც თქვენ იმყოფებით, ხოლო თუ როგორ ხდება ეს, ამას ქვემოთ მოყვანილი სურეთებიდან შეიტყობთ.
ამ დიზაინერმა ასევე შეიმუშავა, მრავალმიზნობრივი უნივერსალური ტელეფონი ბრმათათვის.