ეს ნაგებობა შვედეთის პატარა ქალაქ Landskrona–ში მდებარეობს, რომლის ავტორებიც – Elding Oscarson–ის წევრები არიან. პროექტი მოიცავდა მე–20–ე საუკუნიდან მიტოვებული შენობის ახლებურად აგებასა და განახლებას, რომელსაც გარს კვლავაც ძველი სტილის შენობები ეკრა. ავტორთა მიზანი იყო, პატარა სივრცე მაქსიმალურად კომფორტულად და მომხიბვლელად მოეწყოთ. და მართლაც, მათ ნამდვილად შეძლეს ამის გაკეთება 125 კვ.მეტრის ფართობზე, სადაც სასადილო, სასტუმრო, ბიბლიოთეკა, საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო და სახურავის ტერასაა პატარა ორანჟერეით.