ეს მომხიბვლელი სახლი, რომელიც MENORCA–ში (ესპანეთი), ზღვის სანაპიროზე, პორტ – Mahon–ის ჩრდილოეთით მდებარეობს, კვადრატული ფორმისაა და 180 კვ. მეტრზეა განთავსებული. მისი ავტორები გახლავთ არქიტექტურული ჯგუფი – MODO Architecture & Design–ის წარმომადგენლები: Christian Sintes–ი და David Dominguez–ი. სახლი 2 სართულიანია. საძინებლები განლაგებულია შენობის ზედა სართულზე, ხოლო ქვედა სართულზე, მისაღები, სასტუმრო, სასადილო, სამზარეულო და სააბაზანო ოთახებია. ულამაზეს ინტერიერს, სადაც დომინანტი თეთრი ფერია, თანამედროვე ავეჯი ამშვენებს, ხოლო ეზოს, კი ულამაზესი აუზი, რომელიც ხის მასალის პანელითა და თეთრი შეზლონგებითაა აღჭურვილი. ვფიქრობთ ისიამოვნებთ ფოტოებით.