ნაგებობა, რომელსაც – Moebius House–ი ეწოდება, სიდნეიში (ავსტრალიაში) მდებარეობს. სახლი სიდნეის საოპერო სახლთან და Harbour–ის ხიდთანაა განთავსებული, რამაც კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენა არქიტექტორები, რადგანაც მათ მიერ შექმნილი ნაგებობა უნდა შესატყვისებოდა იმ იერსახეს, რომელ გარემოშიც სახლი უნდა განთავსებულიყო. და მართლაც, ფრიად უცნაური, მომრგვალებული კუთხეებით შექმნილი შენობა, ორიგინალურიცა და მიმზიდველიც გამოვიდა.
უზარმაზარი ნათელი ოთახები, სხვადასხვა ფორმის ჭრილში, დამატებით განთავსებული ფანჯრები, გემოვნებით შერჩეული, თანამედროვე სტილის ავეჯი, ფრიად ორიგინალური, ოთახის შუაში შეკიდული ბუხარი, ავტომატური სავინტილაციო სისტემა, უცნაური განათება, ღია და დახურული, კეთილმოწყობილი ტერასები, ლამაზ ექსტერიერში განთავსებული მომაჯადოებელი საცურაო აუზი, და კიდევ უამრავი რამ, რის ხილვასაც ფოტოებიდან შეძლებთ, აი, რისი შექმნა შეძლო – Tony Owen Partners–ის ნიჭიერმა შემომედებითმა ჯგუფმა. თავადაც შეაფასეთ!