The CG House–ი განთავსებულია მონტერეიში (მექსიკა). იგი კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მისი პროექტი განეკუთვნება – GLR Arquitectos (Gilberto L. Rodríguez)–ს, რომელმაც ნაგებობის შექმნას მოახმარა ეკოლოგიურად სუფთა საშენი მასალა, როგორიცაა: ვულკანური წარმოშობის ქვა, გრანიტი, მუხის ხის მასალა და სხვა. რეზიდენციას ულამაზესი ბაღი და ეზო ამშვენებს, სადაც ფრიად მომხიბვლელი საცურაო აუზია. შენობა აღჭურვილია დიდი ფანჯრებით, საიდანაც ბრწყინვალედ მოსჩანს Sierra Madre–ის მთის მომაჯადოებელი ხედები, რომლის სიახლოვესაც შენობაა განთავსებული. გემოვნებით შექმნილი ინტერიერი და ექსტერიერი ნამდვილად მეტყველებს ავტორის ნიჭიერებასა და მონდომებაზე. ისიამოვნეთ!