ალბათ ყველას ახსოვს შემაძრწუნებელი ამბავი, რომელიც აშშ–ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა. დღევანდელ ჩვენს მიერ მომზადებულ ფოტო ნაკრებში თქვენ ნახავთ ახალ ფოტოებს, რომელიც გადაღებულია პოლიციის ვერტმფრენიდან. ფოტოები ხელში ჩაუვარდა "ABC News”–ის კომპანიას…
ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა შეიპყრო ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ტაუერს (ტყუპი ტაუერები), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფთაგან დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში მთლიანად დაინგრა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა და მრავალი სხვა ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ ქაუნთის, (პენსილვანია) ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.