Land Rover LRX–ი პირველად 2008 წელს წარადგინეს დეტროიტის ავტოშოუზე და არავინ იცოდა სამომავლოდ რა ბედი ეწეოდა წარმოდგენილ კონცეპტს, ჩაეშვებოდა იგი სერიულ წარმოებაში, თუ არა, მაგრამ ბრიტანულმა ავტოკომპანია – Land Rover–მა მისი განცხადებით ყველა ეჭვი გაფანტა და გვამცნო, რომ ყველგანმავალი მოდელი – LRX–ის წარმოება, რომელიც გარეგნულად დიდად არ განსხვავდება მისი პროტოტიპისგან, 2011 წლიდან დაიწყება. ცნობილი გახდა, რომ წლევანდელი წლის ბოლოს, იგი წარმოდგენილი იქნება – Paris Motor Show–ზე.
როგორც კომპანიაში ვარაუდობენ, ახალი ყველგანმავალი პოპულარული გახდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ შუა აღმოსავლეთსა და სხვა განვითარებად ქვეყნებშიც.