სტამბული არა მხოლოდ ევროპის კულტურულ დედაქალაქადაა აღიარებული, არამედ უახლოეს წარსულში გამოცხადდა მსოფლიოს თანამედროვე ცხოვრებისა და მოდური დიზაინის ცენტრად. ტრადიციისა და ინოვაციის უნიკალური სიმბიოზი, ახალგაზრდა ხელოვანთა ძალებს იზიდავს და ყოველ პირობას უქმნის საინტერესო ფეშენ–პროექტების ჩასატარებლად. სწორედ მათ შორისაა 2010 წლის – Istanbul Fashion Week–ი (IFW), რომელიც 3–6 თებერვლის ინტერვალში მოეწყო და რომელიც ჯერ მხოლოდ მეორედ შედგა.
ოფიციალურ პრეს–კონფერენციაზე, რომელიც სტამბულის მოდის კვირეულისადმი იყო მიძღვნილი, ესწრებოდა: ფრანგული, იტალიური, იაპონური, კანადური, დიდი ბრიტანეთის, აშშ–ს და სხვა უცხოური წამყვანი პრესის წარმომადგენლები. IFW–მა მიიპყრო ისეთი გამომცემლობების ყურადღება, როგორებიცაა: ფრანგული – VOGUE და იტალიური – ELLE–ი. სიმბოლური წითელი ლენტი, რომელიც ცერემონიის დასრულების შემდგომ უნდა გაჭრილიყო, თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა – ზაფერ ჩაგლაიანმა და ჰოლივუდელმა მსახიობმა – Meg Ryan–მა გაჭრა.
ცერემონია 4 დღეს გაგრძელდა და ყველა ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა, ხოლო იმ თურქ დიზაინერთა ნამუშევრებმა, რომელთა შორის არიან: Hakan Yildirim, Arzu Kaprol, Bahar Korcan და Ozlem Suer–ი, განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. გარდა თურქი მოდელიერებისა, აქ მონაწილეობა მიიღო უცხოურმა სტუმრებმა, როგორიცაა: PIERRE CARDIN–ის სამოდელო სახლი, გერმანელი, თანამედროვე ექპერიმენტატორი – ევა გრობნიახი და სხვა.