რეგისტრაცია პაროლის შეხსენება
 

4 წლიანი მიმდინარე მშენებლობის შემდგომ, საბოლოოდ დასრულდა 55 სართულიანი (200 მეტრის სიმაღლის მქონე) სატუმრო – Marina Bay Sands (MBS) –ის საბოლოო იერსახე, რომელიც სინგაპურში მდებარეობს და რომლის საბოლოო ღირებულებამ, კოლოსალური თანხა – 5.95 მილიარდი შეადგინა. როგორც მოარული ხმები იტყობინებიან, სიძვირის მხრივ იგი არაფრით ჩამოუვარდება აბუ დაბიში არსებულ სასტუმრო – Emirates Palace Hotel–ს.
სიახლე 3 კოშკის ფორმისგან შემდგარ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც 12.4 ათასი კვ. მეტრის სივრცის, გონდოლისებრი ტერასა – ‘SkyPark’ –ი აგვირგვინებს, რომელსაც მწვანე ბაღები და 650 ფუტის (1 ფუტი = 30,5 სმ–ს) სიგანის მქონე მართლაც რომ მომაჯადოებელი, ღია ცის ქვეშ არსებული საცურაო აუზი ამშვენებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღლა განთავსებულ საცურაო აუზადაა მიჩნეული, სადაც 3 იარუსიანი დრენაჟით ხდება წყლის მთავარ რეზერვუარში დაბრუნება.


   ნანახია: 610 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


ფრანგმა დიზაინერმა – Ora Ïto–მ შეიმუშავა ტახტების ახალი კოლექცია – Dunlopillo, რომლის ძირითადი დამახასიათებელი თვისება, გარდა უნივერსალურობისა, მათი დაბალი საფასური გახლავთ (სულ რაღაც 290–300 ევრო, არსებულ ბალიშებთან ერთად). სამაგიეროდ იგი კომპანია – Conforama–ს ექსკლუზიური ნაკეთობაა.
   ნანახია: 678 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


იტალიელმა არქიტექტორმა – Simone Micheli–მ წარმოადგინა საკუთარი კონცეპტი – Town@HouseStreet–ი, რომელიც ვაკანსიური და მწირი მაღაზიების ახალი ინტერიერების ნიმუშებს წარმოადგენს, სადაც ყოველ მოცემულ სივრცეს ქუჩაში გამავალი ფანჯარა გააჩნია.
   ნანახია: 506 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


არქიტექტურულმა და დიზაინერულმა სტუდია – i29 Architects–მა ფრიად უცნაური პროექტი წარმოადგინა, რაც ერთი შეხედვით თითქოსდა ჩვეულებრივი ინტერიერი გახლავთ, რომელიც 4 წევრისგან შემგდარი, ერთი ოჯახისთვის საცხოვრებლადაა განკუთვნილი, თუმცა ძირითადი არსი პროექტისა გახლავთ ის, რომ ინტერიერის ხის კედლები აღჭურვილია უამრავი, გეომეტრიულად იდეალური ფორმის, დიდი თუ პატარა ზომის ჭრილებით, რამდენადაც ადამიანისთვის ზოგადად დამახასიათებელია თვალთვალი, იქნება ეს ჭუჭრუტანა, ფანჯარა, თუ კიდევ რაიმე სხვა. ასე რომ სახეზეა ნამუშევარი, სადაც მინიმასლისტური ინტერიერი და მაქსიმალური კრეატიული ხედვაა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით:
   ნანახია: 751 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


კალიფორნიაში დაფუძნებულმა დიზაინერმა – Steve Hermann–მა შექმნა პროექტი – The Glass Pavilion–ი, რომელიც Montecito–ში მდებარეობს და შუშის პავილიონს წარმოადგენს. მომხიბვლელი ნაგებობა ამჟამად გასაყიდ შენობათა რიცხვს განეკუთვნება.
   ნანახია: 407 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


არქიტექტორული ფირმა – David Coleman Architecture–ის წევრებმა შექმნეს პროექტი – The Hill House–ი, რომელიც ვაშინგტონში, ქალაქ – Winthrop–ის სიახლოვეს, კლდოვან ფერდობზე მდებარეობს და კომფორტულად მოწყობილ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს.
   ნანახია: 504 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


TWILS–ი, ეს გახლავთ ავეჯის მწარმოებელი ფირმა, რომელიც ჩრდილო იტალიის ქალაქ – Cessalto–ში მდებარეობს. ამჯერად კი გთავაზობთ მათ მიერ შექმნილი თანამედროვე და მოხერხებული საწოლების ნაირსახეობათა ფოტოებს, რომლებიც 2010 წლის კოლექციის ნაწილს წარმოადგენს.
   ნანახია: 525 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 

1 2 3 ... 7 8 »
Categories
Online TV
YouTube  Searh

Google Translate
Poll
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
Calendar
«  ივნისი 2019  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Banners




Online
free counters