რეგისტრაცია პაროლის შეხსენება
 

ტორტის 30 რეცეპტი - 13 მარტში 2010





ტორტი დათუნია

ათქვიფეთ 250 გრამი კარაქი, დაამატეთ ერთნახევარი ჭიქა შაქარი, 4 კვერცხი, 200 გარმი არაჟანი, 2 ჭიქა ფქვილი სოდა ძმრით. ცომი გაყავით ორად. ერთი ნახევარი ჩაასხით ქვაბში, მოაყარეთ 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი, ზემოდან მოასხით ცომის მეორე ნახევარი. შედეთ გაზქურაში და როცა გამოცხვება მოასხით შოკოლადის გლაზური.


შავი ტორტი

ერთ ჯამში აურიოთ 2 ჭიქა ფქვილი, 2 ჭიქა შაქარი, 6 ს.კ. კაკაო, 1 ჩ.კ. სოდა და ვანილი. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ 5 კვერცხისა და 2 ჭიქა შაქრის გოგლი-მოგლი, დაუმატოთ 1 ქილა მაწონი და პირველ ჯამში მომზადებული ნარევი. გავაკეთოთ არაჟნის სისქის ცომი, დავასხათ ცხიმმოსმულ, ფქვილმოყრილ ტაფაზე. გამოვაცხოთ 5 ფენა, მე-5 მოსაფხვნელად. ფენები დავნამოთ და გაუკეთოთ მოხარშული კრემი. კ რ ე მ ი: 1 ლიტრი რძე, 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა ფქვილი მოვხარშოთ და როცა გაცივდება შევათქვიფოთ 1 კოლოფი კარაქი და ვანილი.


ნიგვზის ტორტი

კვერცხის გული კარგად გათქვიფეთ შაქრის ფხვნილში, შიგ აურიეთ დანაყილი ნიგოზი, პურის ფქვილი და კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა, ყალიბს წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა, მოაქციეთ შიგ მომზადებული მასალა და და შედგით ღუმელში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება, ცოტა შეაგრილეთ, მერე ყალიბიდან ამოიღეთ და მოაყარეთ დანაყილი შაქრის ფხვნილი, ან ტორტი გაჭერით ორ ფენად, ზედ წაუსვით მოხარშული შოკოლადის ან კაკაოს კრემი, მერე ფენები შეაერთეთ და ზედაპირი მორთეთ კარაქნარევი იმავე კრემით. მ ა ს ა ლ ა: კვერცხი - 4 ცალი, შაქრის ფხვნილი - 1 ჩ.ჭ., დანაყილი ნიგოზი - 1 ჩ.ჭ., პურის ფქვილი - 1/2 ჩ.ჭ., დანაყილი ორცხობილა - 1 ს.კ., ცხიმი ფორმის წასასმელად, ცალკე მასალა კრემისთვის.


ტორტი დღე და ღამე

3 კვერცხი, 1-12 ჭიქა პესოკი, 2 ქილა არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა ძმარში გახსნილი , ცოტა მარილი, ვანილი, 2 ჭიქა ფქვილი. გამოვაცხოთ 3 ნაწილად, ამათგან ერთში ავურიოთ კაკაო და გამოვაცხოთ. კრემი: 2 ქილა მოხარშული სგუშონი, 150გრ. კარაქი და ვანილი.


ტორტი ადვილი

100 გრ კარაქი და 150 გრ შაქარი, ცალი კვერცხის გული და ვთქვიფოთ 10 -15 წუთი, დავუმატოდ ვანილი და 150 გრამი ფქვილის 25 გრ სახამებელის და 25 გრ სოდის ნაზავი და ისევ ვთქვიფოთ 15 წუთის განმავლობაში. 4 ვერცხის ცილა ავთქვიფოთ და დავუმატოდ 100 გრ შაქარი და ვანილი, ისე ავთქვიფოთ რომ გამოვიდეს სქელი ბეზე. გავაცხელოდ ტორტის ფორმა წავუსვათ კარაქი და ფირფიტასავით გავაბრტყელოდ ნამხვრის ცომი და თავზე დავასხად ბეზე, ამ მასას თავზე მოვაყაროდ გახეხილი ნუში და 30 წთ შევდგათ ღუმელში საშუალო ცეცხლზე. ნამცხვარი მარტივი და გემრიელია.


ფორთოხლის ტორტი

ინგრედიენტები 10 კვერცხი 3.5ჩჭ შაქარი 300 გრ კარაქი 1 ჩჭ ნიგოზი 4ც ფორთოხალი 500 გრ ორცხობილა 1 ჩკ სოდა ძმრით 10 კვერცხის ცილის და 3.5 შაქრის გოგლიმოგლში თანდათან შევურიოთ გული, 300გრ გამდნარი კარაქი, 1ჩჭ ნიგოზი და 500 გრამი საკეპ მანქანაში გატარებული ორცხობილა. 4 ც მოხარშული მანქანაში გატარებული ფორთოხალი, (ფორთოხალი ვხარშოთ 20 წთ). 1ჩკ. სოდა ძმრით და ვანილი. ცომი გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ ცალცალკე. კრემი ნებისმიერი სურვილისამებრ.


პოლროფსონი

5 კვერცხი, 3 ჭიქა ფქვილით გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავუმატოთ 3 ს/კოვზი კაკაო და ავურიოთ, შემდეგ 150 გრ გამდნარი მარგარინი- ავურიოთ, 2 ჩაის კოვზი სოდა ძმრით,-ავურიოთ, დავუმატოთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი. ცომი ორ ნაწილად გამოვაცხოთ. კრემი: 300 გრამი კარაქი ამოვიყვანოთ, დავუმატოთ 1 ცალი სგუშიონი. შეიძლება თეთრი და მოხარშული სგუშიონიც.


ტორტი "უცნობი"

ავიღოთ 10-ი ცალი კვერცხის ცილა, კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ 10-ი სუფრის კოვზი შაქარი, დავუმატოთ კვერცხის გული, 1-ი ცალი ვანილი, 1-ი სუფრის კოვზი სოდა ძმარში გახსნილი და 1-ი ცალი კაკაო. შემდეგ ფრთხილად ავურიოთ 10-ი სუფრის კოვზი ფრქვილი. მიღებული მასა გავყოთ ორ ნაწილად და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე. გამომცხვარ ბისკვიტებს წავუსვათ კრემი, ზევიდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი.



"ოლიმპია"


7 ცალი კვერცხი, 7 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი, 50 გრამი შოკოლადი, 1 სადილის კოვზი ფქვილი.
კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად. დაუმატეთ დარბილებული შოკოლადი, ფქვილი და ბოლოს-კვერცხის ცილა, რომელსაც წინასწარ მაგრად ათქვეფთ. გამოაცხვეთ ოთხ მრგვალ ნაწილად. მორთეთ კაკლის კრემით, შოკოლადითა და ნუშით.
კაკლის კრემის მოსამზადებლად საჭიროა: 200 გრამი კარაქი, 4 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 100 გრამი შესქელებული რძე, 1 ცალი კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი კონიაკი.
ავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ შესქელებული რძე, კონიაკი, ათქვეფილი კვერცხის ცილა. ერთხელ კიდევ კარგად ავურიოთ ერთმანეთში და ბოლოს ჩავუმატოთ ნიგოზი.
შოკოლადის მოსამზადებლად საჭიროა: 200 გრამი კარაქი, 1/8 ლიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი კაკაო.
აურიეთ ერთმანეთში შაქარი და კაკაო. დაასხით წყალი, გახსენით და წამოადუღეთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან, ცოტა გააგრილეთ (60-80) გრადუსამდე და პერიოდულად ურიეთ ხის კოვზით. ჯერ კიდევ თბილი დაასხით ტორტის ზედაპირს და მოაყარეთ გახეხილი ნუში.


ტორტი

150 გ ფქვილი, 1/3 ჩ/კ მარილი, 90 გ. მარგარინი, ნახევარი ჭიქა წყალი, 100 გ. შაქარი.
შიგთავსის მოსამზადებლად საჭიროა: 300 გ ხაჭი, 100 გ არაჟანი, 80 გ შაქარი, 3 კვერცხი და 100 გ კივი, 100 გ მწვანე ვაშლი.
ჯამზე დაყარეთ ფქვილი, ხელით გააკეთეთ სიღრმე და მასში ჩაამატეთ გამლღვალ მარგარინში არეული შაქარი. თანდათან დაამატეთ წყალი და მოზილეთ ცომში. შემდეგ მას მიეცით სასურველი ფორმა, შედგით ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ხაჭო, არაჟანი ერთმანეთში აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვან მასად აქციოთ. მასში შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი და დაამატეთ გახეხილი ხილი. ღუმლიდან გამოიღეთ ნახევრად გამომცხვარი ბისკვიტი. მის შუაგულში მოათავსეთ ეს მომზადებული მასა, მერე კი ისევ შედგით ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.


ხილის ტორტი

საჭიროა: 1 ქილა მაიონეზი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი, 3 ცალი კვერცხი, 100 გრამი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი კარაქი, 0,5 ჩაის კოვზი სოდა, 0,5 ჩაის ჭიქა ფქვილი.

მომზადების წესი:
ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა შაქართან ერთად. დავამატოთ მაიონეზი, არაჟანი, სოდა, ფქვილი და აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. მიღებული ცომი გადავიტანოთ ცხიმმოსმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, შემდეგ შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როდესაც ბისკვიტი მზად იქნება, გამოვიღოთ, შევაგრილოთ და გადავუსვათ რაიმე ჯემი და ზემოდან მოვაწყვოთ ხილი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი. მოღებული ბეზე გადავუსვათ ტორტს და შევდოთ ცივ ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე. როდესაც ბეზე კარგად შეშრება და დაიბრაწება მაშინ უკვე ტორტი მზად არის!!!


ტორტი ''კლეოპატრა''

4 ჭიქა ფქვილი, 1/2 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 100გრ ნაღების კარაქი, 2 ცალი კვერცხი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა, მარილი და ვანილი გემოვნებით. მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი დავფინოთ ქაღალდზე და გავასწოროთ. მასზე დავდოთ ფარში (გახეხილი ვაშლი შაქრით, ან დაკეპილი ქიშმიში მანქანაში გატარებულ შავ ქლიავთან ერთად), შემდეგ დავადოთ ცომის გაბრტყელებული და გასწორებული მეორე ნაჭერი და გამოვაცხოთ ფურნაკში 35-40 წუთი.
მზა ტორტს მოვასხათ ზევიდან ათქვეფილი ცილა შაქრით (2 კვერცხის ცილა და 3 სუფრის კოვზი შაქარი) და შევდოთ ფურნიკში კიდევ 15-20 წთ. ცილას შეიძლება შევურიოთ დაჭრილი ნიგოზიც.


''შოკოლადის'' ტორტი


შევურიოთ 150გრ ნაღების კარაქი 6 კვერცხის გულს. ნელ-ნელა დავუმატოთ 150გრ შაქარი და ვურიოთ 20-25 წთ. ნარევს დავუმატოთ გახეხილი შოკოლადი, 6 კვერცხის ათქვეფილი ცილა და 40გრ ფქვილი. გამოვაცხოთ, გაცივების შემდეგ გავჭრათ ორ ფენად და წავუსვათ ათქვეფილი ნაღები ან შოკოლადის კრემი. ზევიდან და გვერდებზე წავუსვათ შოკოლადის მინანქარი ან ათქვეფილი ნაღები.
შოკოლადის კრემი: ორთქლზე მოვხარშოთ სქელი კრემი 4 კვერცხის გულისა და 150გრ შაქრისგან. გახეხილი შოკოლადი შევურიოთ 100გრ ნაღების კარაქს, შემდეგ შევურიოთ ადრე მომზადებულ კრემს.


ფახლავა

სატენის მოსამზადებლად ავთქვიფოთ 4 კვერცხის ცილა, 2 ჭიქა შაქრის ფხვნილი და 200გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი. ცალკე შევურიოთ ერთმანეთში 300გრ არაჟანი, 300გრ ნაღების კარაქი ან მარგარინი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა და 4 ჭიქა ფქვილი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად. გავათხელოთ სამივე ნაწილი, მათგან ყველაზე დიდი ჩავაფინოთ ტაფაზე და წავუსვათ სატენი. შემდეგ დავაფინოთ მეორე ფენა, წავუსვათ სატენი, დავაფინოთ მესამე ფენა, წავუსვათ სატენი და ქვედა ფენის ნაპირები ამოვკეცოთ ზევით.


ტორტი ''შორენა''

ავიღოთ 6 კვერცხის გული, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჭიქა არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 100გრ ნაღების კარაქი და 1 ჭიქა ფქვილი. ეს ყველაფერი შევურიოთ და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე 40-45 წთ. შემდეგ ნამცხვარი გავაციოთ, წავუსვათ კრემი.
კრემი: 6 კვერცხის ცილა და 1,5 ჭიქა შაქარი ავურიოთ.
კრემის წასმის შემდეგ შევდგათ 5 წუთით ქურაში, წავუსვათ შოკოლადის მინანქარი.
მინანქარი: 50გრ ნაღების კარაქი, 6 სუფრის კოვზი კაკაო, 3-4 სუფრის კოვზი წყალი ან რძე, 1/2 ჭიქა შაქარი


ტორტი ''სამეფო''

200გრ მარგარინი და 1 ჭიქა ფქვილი შევურიოთ. მოვამზადოთ 2 კვერცხისა და 1 ჭიქა შაქრის გოგლი-მოგლი. შემდეგ შევურიოთ პირველი და მეორე მასები, დავამატოთ 1 ჭიქა არაჟანი, ნახევარი ქილა შესქელებული რძე, 1 ჭიქა ფქვილი, ძმარში გახსნილი 1/2 ჩაის კოვზი სოდა, ნიგოზი. გამოვაცხოთ ორ ნაწილად.
კრემი: 200გრ ნაღების კარაქი, 1 ქილა შესქელებული რძე, 1 სუფრის კოვზი კაკაო.


ტორტი ''გენერალი''

4 კვერცხი, 2 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 200გრ მარგარინი, 1 ჭიქა არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 2 ჭიქა ფქვილი ავურიოთ. მიღებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად. პირველს დავუმატოთ 1 ჭიქა ქიშმიში, მეორეს -2სუფრის კოვზი კაკაო, მესამეს -1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი და სამივე გამოვაცხოთ.
კრემი: შევურიოთ 2 ჭიქა შაქარი, 1 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, ნახევარი ჭიქა რძე, ნარევი ჩავასხათ 2 ჭიქა მდუღარე რძეში და ნელ-ნელა ვურიოთ, ვიდრე მასა არ შესქელდება. გაციების შემდეგ დავუმატოთ 200-250გრ ნაღების კარაქი.


ტორტი ''იტალია''

შევურიოთ 200გრ ნაღების კარაქი, 200გრ შაქრის ფხვნილი, 10გრ სოდა, 10გრ სუფრის მარილი, 100გრ ქიშმიში, 100გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 300-350გრ რძე. მასა ჩავასხათ 300გრ ფქვილში და მოვზილოთ ცომი. ცხიმწასმულ კექსის ფორმას მოვაყაროთ ფქვილი და მოვათავსოთ ცომი. ვაცხოთ 40-45 წთ. გამომცხვარ ტორტს მოვაყაროთ შაქრის ფქვილი.


ტორტი ''სალაღობო''

ავურიოთ ერთმანეთში 8 კვერცხის გული, 250გრ ნაღების კარაქი და 250გრ. დაფქვილი შაქარი. დავუმატოთ 250გრ გატარებული ნიგოზი, 250გრ ფქვილი, 8 კვერცხის ათქვეფილი ცილა. მასა დავდოთ ცხიმწასმულ ფორმაზე და გამოვაცხოთ. როცა ნამცხვარი გაცივდება, გავყოთ ორ ფირფიტად და ქვედას წავუსვათ რისამე მურაბა. შევაერთოდ ორივე ნაწილი, ზემოდან დავფაროთ შოკოლადის მინანქრით.


ტორტი ''ეკატერინე''

ავთქვიფოთ 150გრ ნაღების კარაქი 200გრ დაფქვილ შაქართან ერთად. დავუმატოთ 150გრ გატარებული ნიგოზი, 6-7 სუფრის კოვზი რძე, 9კვერცხის ათქვეფილი ცილა, 160გრ ფქვილი და ვანილი გემოვნებით. გამოვაცხოთ ორი ბისკვიტი. შემდეგ ერთ მათგანს წავუსვათ რისამე მურაბა და დავადოთ მეორე. ზემოდან და გვერდებიდან დავფაროთ შოკოლადის მინანქრით.


ტორტი ''ვენეცია''

125გრ ნაღების კარაქი შევზილოთ 125გრ შაქრის ფხვნილთან. ნელ-ნელა დავუმატოთ 125გრ გახეხილი შოკოლადი, შემდეგ 6 კვერცხის გული. როდესაც ამას ყველაფერს კარგად ავურევთ, დავუმატოთ 6 კვერცხის ათქვეფილი ცილა, შემდეგ 125გრ ფქვილი. მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და შევდგათ ნელ ცეცხლზე.
ნამცხვარი გასაცივებლად დავდოთ საცერზე და ირგვლივ წავუსვათ გარგარის მურაბა, ხოლო ზემოდან შოკოლადის მინანქრით დავფაროთ.


ტორტი ''ფანტაზია''

1 კვერცხი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი სოდა და 0,5 ჭიქა ფქვილი -ყველაფერი კარგად ავურიოთ და მოვადუღოთ წყლის ორთქლზე 5 წუთი. დავუმატოთ 0,5 ჭიქა ფქვილი და კვლავ ვადუღოთ ორთქლზე 5 წუთი. შემდეგ კიდევ დავუმატოთ 2 ჭიქა ფქვილი. ცომი დავყოთ 8-9 ნაწილად და გამოვაცხოთ.
კრემი: 1 ქილა შესქელებული რძე, 200გრ ნაღების კარაქი.


ტორტი ''ლიმონის''

12 კვერცხის გული შევურიოთ 250გრ შაქრის ფხვნილს. მასას დავუმატოთ 2 ლიმონის გახეხილი ცედრა და წვენი, ვურიოთ 5-10 წუთი. შემდეგ დავუმატოთ 12 კვერცხის ათქვეფილი ცილა და 170გრ კარტოფილის ფქვილი. გამოვაცხოთ, გაციებული ბისკვიტი გავჭრათ ორ ფენად, რომლებიც შევაერთოდ კრემით. ზემოდან დავფაროთ შოკოლადის მინანქრით (გლაზური).
კრემი



ფაილის გადმოსაწერათ აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

   ნანახია: 5757 | სიახლის წყარო: |კატეგორია: სხვადასხვა |  უკან დაბრუნება


 




სულ კომენტარები: 0

Categories
Online TV
YouTube  Searh

Google Translate
Poll
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
Calendar
«  მარტი 2010  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
Banners



Online
free counters