რეგისტრაცია პაროლის შეხსენება
 

ყველაზე ახალგაზრდა ინტერნეტ-მილიონერები - 23 მარტში 2010



 თემა: ყველაზე ახალგაზრდა ინტერნეტ-მილიონერები 

თუ გაქვს კარგი იდეა და იღბალი , ვირტუალურ სამყაროში შეიძლება იშოვნო ძალიან დიდი ფული. ამის მაგალითებზე გიამბობთ სწორედ ახლა…

კეტრინი და დევიდ კუკები

პროექტის დაწყებისას მათი ასაკი 15 და 17 წელი იყო.

კომპანია: My Year Book

შემოსავალი: 10 მილიონი $

როდესაც კეტრინი 15 წლის იყო, ხოლო მისი ძმა – 17, მათ მოიფიქრეს შეექმნათ სკოლის ონლაინ დღიური, სადაც ყველას შეეძლო მიერო ან გაეგზავნა ანონიმური ინფორმაცია თავის კლასელზე, სკოლელზე, კურსელზე და ა.შ.

მათ გაუმართლათ და შეზლეს ძალიან იოლად ეპოვათ საწყისი კაპიტალი, 250 ათასი $, რომელიც უფროს ძმას დასტყუეს. საიტმა ფუნქციონირება დაიწყო 2005 წელს და პირველივე წელს უკვე მილიონი დარეგისტრირებული ადამიანი ჰყავდათ. 5 წლის შემდეგ საიტის ღირებულებამ 10 მილიონი $ შეადგინა

ეშლი კვალსი

ასაკი პროექტის დაწყებისას: 14 წელი

კომპანია: Whatever Life

შემოსავალი: 4 მილიონი $

2004 წელს ეშლიმ დედას დასტყუა 8 დოლარი(!) და შეუდგა საიტის აწყობას, რომელშიც ის დეტალურად აღწერდა HTML-ის უპირატესობას და სარგებლობას, რომელიც ძალიან გამოადგებოდათ Myspace-ის მომხმარებლებს. ამასთან ერთად ეშლი კიდევ უამრავ ჰაკერულ წვრილმანებს დებდა თავის საიტზე ამ სოციალური ქსელი მომხმარებლებისათვის.

სულ მალე ეშლიმ მიატოვა სკოლა და სულ რაღაც ორ თვეში 70 ათას $ გამოიმუშავებდა ყოველთვიურად. საიტის ღირებულება ამჟამად შეადგენს 4 მილიონ $

ჯულიეტ ბრინდეკი

ასაკი პროექტის დაწყებისას: 10 წელი (!)

კომპანია: Miss O and Friends

შემოსავალი: 15 მილონი $

ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო: ბრინდეკმა, თავის მეგობრებთან ერთად გააკეთეს საიტი, რომელიც საინტერესო იქნებოდა პატარა ასაკის გოგონებისათვის. სულ მოკლე ხანში საიტის მოხმარება დაიწყო მილიონობით მოზარდმა, რომელთა ასაკი ძირითადად 8-12 წელი იყო. რეკლამის მეშვეობით საიტმა დიდი თანხის დაგროვება შეძლო.ამის შემდეგ ჯულიეტმა გამოუშვა წიგნი ტირაჟით 120 ათასი და ყველა მაშინვე გაიყიდა. ამჟამად ბრინდეკის ბიზნესი შეფასებულია 15 მილიონი $

პოლ ბურკე

ასაკი პროექტის დაწყებისას: 18 წელი

კომპანია: არ აქვს

შემოსავალი: 300 ათასი $ თვეში

ერთ დღეს პოლი ჩაუჯდა ინტერნეტს და შეეცადა მოესინჯა ძალები პარტნიორულ მარკეტინგზე.(პარტნიორული ბიზნესი, სადაც პარტნიორი ღებულობს ფულს ყოველი შემომსვლელიდან, მყიდველიდან და ა.შ.)პირველივე თვეს მან 600 $ გამოიმუშავა. ამის შემდეგ პოლი კიდევ უფრო ენერგიულად შეუდგა მუშაობას და დღეისათვის ის 300 ათას $ ღებულობს თვეში. შექმნა საკუთარი ბლოგი, სადაცც გამოცდილებას უზიარებს მკითხველებს

ბენ კაუფმანი

ასაკი პროექტის დაწყებისას: 18 წელი

კომპანია: Mophie , Kluster და Quirky

შემოსავალი: 5-10 მილიონი $ წელიწადში

დასაწყისისათვის ბენმა შექმნა საიტი Mophie, სადაც იყიდებოდა iPod-ის აქსესუარები. შემდეგ მიაყოლა საიტი Kluster, ერთგვარი "პლატფორმა ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებება”. ბოლოს კი 22 წლის ასაკში კაუფმანმა გახსნა Quirky, საიტი რომელიც გამოადგებოდა მომხმარებელს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს შექმნას რაიმე.



ფაილის გადმოსაწერათ აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

   ნანახია: 546 | სიახლის წყარო: |კატეგორია: სხვადასხვა |  უკან დაბრუნება


 




სულ კომენტარები: 0

Categories
Online TV
YouTube  Searh

Google Translate
Poll
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
Calendar
«  მარტი 2010  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
Banners



Online
free counters