რეგისტრაცია პაროლის შეხსენება
 

ნიკო გომელაური: აღარ გვჯერა სასწაულის არც მომავლის, არც წარსულის... - 13 აპრილში 2010



ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...

                                               

აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის...
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.

დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია...

                                               

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?


გადმოწერე ლექსების დიდი კრებული word2007



ფაილის გადმოსაწერათ აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

   ნანახია: 658 | სიახლის წყარო: |კატეგორია: პოეზია |  უკან დაბრუნება


 




სულ კომენტარები: 0

Categories
Online TV
YouTube  Searh

Google Translate
Poll
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
Calendar
«  აპრილი 2010  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
Banners



Online
free counters