რეგისტრაცია პაროლის შეხსენება
 

HTML - ის ძირითადი ტეგები (I ნაწილი ) - 1 მაისში 2010



I ნაწილი
HTML - ის ძირითადი ტეგები

HTML - ნებისმიერი ფაილი იწყება გამხსნელი ტეგით <HTML> და დამხურავი ტეგით </ html>. დამხურავი ტეგი გამხსნელი ტეგისაგან მხოლოდ - სლეშით (" / ") განსხვევდება. HTML - ში მნიშვნელობა არ აქვს ტეგებს დიდი ასოებით დავწერთ თუ პატარა , მაგრამ მიღებულია, რომ გამხსნელი ტეგი უნდა დაიწეროს დიდი ასოებით, ხოლო დამხურავი ტეგი კი პატარით.
<head>...</head> - html - ის სათაურის ბლოკი. ამ ბლოკში იწერება ზოგადი ინფორმაცია გვერდის შესახებ: ვებ გვერდის თავსათაური, აღწერა, საკვანძო სიტყვები, კოდირება. 
<title>...</title> - გვერდის სათაური, რომელიც აისახება ბრაუზერის სათაურის ზოლზე.
<body>...</body> - ვებ - გვერდის ტანი ამ ბრძანებებს შორის იწერება ყველაფერი რასაც მომხმარებელი ეკრანზე ხედავს.
HTML - ის ნებისმიერ დოკუმენტთან შეგიძლიათ დააკავშიროთ ერთი ან რამდენიმე ფაილი, რისთვისაც დაგჭირდებათ ტეგი <link>.
მაგალითად:
<link rel=”stylesheet” href=”style.css” type= "text/css”>
ამ შემთხვევაში HTML - ის დოკუმენტზე მიმაგრაბულია CSS - ის ფაილი.
<body> ტეგის სხვადასხვა ატრიბუტები საშუალებას გვაძლევს გავლენა ვიქონიოთ იმაზე თუ როგორ აისახება საიტი ბრაუზერში, ანუ როგორი ფერი ექნება ფონად დადებული, რა ფერის შრიფტი იქნება და სხვა.

საზღვრები ბრაუზერის ფანჯარაში:
შემოსასაზღვრად შეგვიძლია გამოიყენოთ ატრიბუტი - topmargin და leftmargin, საზღვრის დასარეგულირებლად. 
მაგალითად, სრულიად რომ უგულბელვყოთ საზღვარი, მოცემულ ატრიბუტს მიუთეთ ნულოვანი მნიშვნელობები.
<body topmargin= "0” leftmargin=”0”>
<body topmargin=”10” leftmargin=”5”>
ხოლო ამ შემთხვევაში ჩვენ მივუთითეთ, ზემოსაზღვარი 10 პიქსელი , ხოლო მარცხენა საზღვარი 5 პიქსელი.
მაგალითი:
<html>
<head>
<title>I გაკვეთილი</title>
</head>
<body>
<!-აქ ჩაიწერება ყველა ის ტეგი რომელსაც შემდეგში ვისწავლით->
</body>
</html>

ფონის და ტექტის ფერის შეცვლა:
შეგვიძლიათ ფონის ფერის შეცვლა, <body> ტეგის Bgcolor ატრიბუტის მითითებით .
მაგალითი: 
<body bgcolor = "#FF0000”> ან <body bgcolor = "blue”>
ტექსტის ფერის შეცვლა კი ატრიბუტ text - ის საშუალებით შეიძლება.
<body text=”yellow”> ან <body text=”FFFF00”>
მაგალითი:
<html>
<head >
<title>I გაკვეთილი</title>
</head>
<body bgcolor = "#000000” text=”yellow”>
<!-აქ ჩაიწერება ყველა ის ტეგი რომელსაც შემდეგში ვისწავლით->
</body>
</html>

ჰიპერგზავნილების ფერის შეცვლა:
<body> ტეგის ატრიბუტების link, vlink და alink - ის საშუალებით შეგვიძლია ჰიპერგზავნილების ფერის შეცვლა, როგორც თავდაპირველის ასევე მონახულებულის.
ატრიბუტი link ჰიპერმიმართვის ფერს მიუთითებს, რომელიც ჯერ არ ყოფილა მონახულებული. vlink - მონახულებული ჰიპერგზავნილის ფერს განსაზღვრავს, ხოლო alink აქტიური ჰიპერმიმართვის.
მაგალითი:
<body link=”black” vlink=”white”>ან <body link=”#0000ff” vlink=”#800080”>

სურათის დადება ფონად:
ატრიბუტი background საჭიროა საიტზე სურათის ფონად დადებისათვის.
ინტერნეტში ყველაზე გავრცელებულია "gif” და "jpeg” ფორმატების სურათები, როგორც windows - ისთვის ასევე unix - ისთვის არსებობს მრავალი გაფიკული პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიყვანოთ სურათები ერთი ფორმატიდან მეორეში. 
GIF = Graphics Interchange Format
JPEJ = Joint Photographs Experts Group
მაგალითი:
<body background = "სურათის მისამართი”>
<body background = "images/html.jpg”>

პარაგრაფი და ახალ ხაზზე გადასვლა:
<br> ახალ ხაზზე გადასვლა
<p> ახალ ხაზზე გადასვლა და ახალი ხაზის წინ ერთი ცარიელი ხაზის დატოვება.
რათქმა უნდა <p> აქვს თავისი ატრიბუტები, რომელსაც განსაზღვრავს ბრძანება align.
<p> ტეგის ატრიბუტებია:
left - გაუსწორებს ტექტს მარცხენა საზვარს;
center - ცენტრირებას გაუკეთებს ტექსტს;
right - გაუსწორებს ტექსტს მარჯვენა საზღვარს;

შრიფტის შერჩევა მისი სახელის მიხედვით:
შრიფტის შერჩევა <font> </font> - ტეგის face ატრიბუტის საშუალებით ხდება. აგრეთვე ამ ტეგის ატრიბურებია size და color, შრიფტის შერჩევის დროს ვხვდებით სირთულეებს რადგან ჩვენს მიერ შერჩეული ფონტები შეიძლება საერთოდ არ იყოს მომხმარბლის კომპიუტერის სისტემაში და ამიტომ ვერ წაიკითხოს.
მაგალითი:
<html>
<head>
<title> შრიფტის შერჩევა </title>
</head>
<body bgcolor =”white”>
<font size =”6” color=”black” face =”Sylfaen”>ტექსტი, რომლის ზომა 6 პიქსელია, ფერი შავია ხოლო ფონტი "Sylfaen”</font>
</body>
</html>

ცენტრირება :
<center>...</center> - ბრძანების საშუალებით შეიძლება ცენტრირება გავუკეთოთ სურათებს, ტექსტს და სათაურებს.
მაგალითი:
<html>
<head>
<title>I გაკვეთილი</title>
</head
<body bgcolor=”white”>
<p align = right><font face="Sylfaen">ტექსტი, რომელიც განლაგდება მარჯვნივ</p>
<p align = "left”><font face="Sylfaen">ტექსტი, რომელიც განლაგდება მარცხნივ</p>
<p align=”center”><font face="Sylfaen">ტექსტი,რომელიც მოთავსდება ცენტრში</p>
<p><center><font face="Sylfaen">ცენტრირება</center></p>
</body>
</html>
ტეგი <div>...</div> საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ ერთნაირი ატრიბუტის მქონე ატრიბუტები, ასე რომ <div> კონტეინერის ფუნქციას ასრულებს.
მაგალითად: 
<div align=left><p> ეს ტეგი ტექსტს მარცხენა საზღვარს გაუსწორებს</div>
ხანდახან დაგვჭირდება Justify ატრიბუტის მითითება იგი ტექსტს ორივე საზღვარს გაუსწორებს.
ცენტრირებას რაც შეეხება ალბათ დაგებადებათ კითხვა, რომელი სახის ცენტრირებაა უკეთესი.
აი პასუხიც:
<center><p>ტექსტი, რომელიც ცენტრში მოთავსდება</p></center>

ტეგები სათაურის გამოყოფისათვის: <H1>........<H6>იმისათვის რომ სათაური გამოეყოს დანარჩენ ტექსტს, html - ში არსებობს სპეციალური ბრძანებები: <h1>,<h2>,<h3>..........<h6>.აქედან პირველი დონის ბრძანებები ყველაზე მსხვილია, ხოლო მეექვსე კი ყველაზე წვრილი.
მაგალითი:
<html>
<head>
<title> I gakveTili </title>
</head>
<body bgcolor ="white">
<H1 align = right><font face="Sylfaen">
ეს ტექსტი ყველაზე მსხვილი იქნება</font></h1>
<H2 align = right><font face="Sylfaen">ეს ტექსტი შედარებით მსხვილი იქნება
</font></h2>
<H6 align = right><font face="Sylfaen">
ეს ტექსტიტექსტი კი ყველაზე პატარა</font></h6>
</body>
</html> 

თუმცა ტექსტის დაწერა შემდეგნაირად უფრო მოსახერხებელია, რადგან ზემოთ მოცემული ბძანება ხანდახან თანამედროვე ბრაუზერში არ მუშაობს.
<center><h1 align=center>ტექსტი ცენტრირებულია</h1></center>

ტეგები <BIG> და <SMALL>
ზემოთ მოცემული ტეგის საშუალებით შეგვიძლია სიმბოლოების ზომის გაზრდა და დაპატარავება. ეს ტეგები ყოველთვის დამამთვრებელ ტეგებთან ერთად იწერება. <big>...</big>, <small>...</small>.
მაგალითი:
<html>
<head>
<title> I gakveTili</title>
</head>
<body>
<big><font face="Sylfaen">დიდი ასოებით დაიწერება</big>
<small><font face="Sylfaen">პატარა ასოებით დაიწერება</small>
</body>
</html>

ტეგი <BASEFONT>
ტეგი <basefont> წარმოდგენილია იმისათვის, რომ შეიცვალოს შრიფტის მთლიანი ანუ ბაზური მნიშვნელობა, მისი, დაწერილობა და ფერი. ამ ტეგის ატრიბუტები Font და Color შესაბამისად ცვლის შრიფტს და ტექსტის ფერს. ამ ტეგის შესახებ უფრო ვრცლად მოყოლილი იქნება შემდეგ თავში, ახლა კი რაც შეეხება ატრიბუტ Size :
<html>
<head>
<title>ტექსტის ზომის შეცვლა</title>
<basefont size=3>
</head>
</html>
აღსანიშნავია, რომ ტეგი <Basefont> იწერება მხოლოდ თავსათაურში <head> და </head> ტეგებს შორის. დამამთვრებელი ტეგის </basefont> - ის გამოყენება რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის.
ჩვენთან ზემოთ მოყვანილ მაგალითში ტექსტის ზომა მოყვანილი იყო 3 პიქსელი, რათქმაუნდა, ეს მონაცემი არ უნდა განვიხილოთ როგორც აუცილებელი ტექსტის ზომა ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული თუ რას დაწერთ.
<Basefont> - ტეგის ატრიბუტის size - ზომის შესაძლო მნიშვნელობები: 
Size – ის სავარაუდო მნიშვნელობები                                      სიმბოლოოების სიმაღლე პიქსელებში
1                                                                                                             9

2                                                                                                            10

3                                                                                                            12

4                                                                                                            14

5                                                                                                            18

6                                                                                                            24

7                                                                                                            36

 


ტეგი <FONT>
გამოიყენეთ <font> - ტეგის ატრიბუტი size იმისათვის, რომ შეცვალოთ მიმდინარე ტექსტის ზომა ბაზური ზომისაგან განსხვავებით, რომელიც ტეგ <basefont> - ის საშუალებით არის მითითებული .
მაგალითი:
<html>
<head>
<title> I gakveTili</title>
<basefont size=3>
</head>
<body>
<p><font face="Sylfaen"><big>ტექსტი, რომელიც მოთავსებულია <big></big> ტეგებს შორის</big></p>
<p><font face="Sylfaen"> ტექსტი, რომელიც მოთავსებულია <p></p> ტეგებს შორის </p>
<p><font face="Sylfaen"><small> ტექსტი, რომელიც მოთავსებულია <small></small> ტეგებს შორის </small></p>
<p><font  face="Sylfaen"size = 9> ტექსტი, რომელის ზომა 9 პიქსელია</p>
</body>
</html>

ფონი
ფერი html - ში განისაზღვრება color ატრიბუტით. ფერის მნიშვნელობა მითითებული უნდა იყოს ან რიცხობრივი მნიშვნელობით ან თავისი საკუთარი სახელით. ფერთა პალიტრა.

ტექსტის ფერის შეცვლა <FONT> ტეგის საშუალებით
ტექსტის ფერის შეცვლაზე ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ახლა გავეცნოთ სხვა ხერხს:
<p><font color = "black”>ტექსტის ფერი ამ შემთხვევასი იქნება შავი </p>

კომენტარი
დოკუმენტში კომენტარის გასაკეთებლად გამოიყენება ტეგი <!-შესაბამისი ტექსტი->
ზემოთ მოცემული კომენტარი, მხოლოდ HTML კოდში აისახება, მისი ასახვა ეკრანზე არ მოხდება.

ტექსტის ფორმატირება 
ქვემოთ მოცემული ტეგების საშუალებით ხდება ტექსტის დაფორმატება, მაგალითად მისი დახრა გამუქება, ხაზგასმა, გადახაზვა, ინდექსის გაკეთება და ასე შემდეგ. 
Bold <B> ..</B> ტექსტის გამუქება
Italics <I>...</I> ტექსტის გადახრა
Underline <U>...</U> ხაზგასმა
Strike <STRIKE> გადახაზვა
Superscript <SUP> ხარისხი
Subscript <SUB> ინდექსი 
მაგალითი:
<html>
<head>
<title>სიები</title>
</head>
<body bgcolor = #FFFFFF>
<br><font face="Sylfaen"><b>გამუქება</b><br>
<br><font face="Sylfaen"><i>დახრა</i></br>
<br><font face="Sylfaen"><u>ხაზგასმა</u><br>
<br><font face="Sylfaen"><strike>გადახაზვა</strike><br>
<br><font face="Sylfaen">H<sub>2</sub>0 – ეს წყალია<sup>*</sup></br>
</body>
</html>


ჰოიზონტალური ხაზი
<hr> ტეგი ეკრანზე ხატავს ჰორიზონტალურ ხაზს მასაც აქვს თავისი ატრიბუტები, რომლებიც არეგულირებენ მის სიგრძეს, სიგანეს, ფერს და დოკუმენტის რომელ ნაწილში ჩაისმება ეს ხაზი.
<hr> - ტეგის ატრიბუტები 
Align - ეს ატრიბუტი განსაზღვრავს ჰორიზონტალური ხაზის განლაგებას;
left - ხაზი მარცხენა მხარეს გასწორდება;
Right – მარჯვენა მხარეს გასწორდება;
Center - ცენტრირება, თუმცა თუ არაფერს დავწერთ ხაზი მაინც ცენტრში დაიხატება
Color - ხაზის ფერი
Noshade - თუ ეს ატრიბუტი მითითებულია, მაშინ იგი ჩანს ბრტყელი, სამი განზომილების გარეშე;
Size - ხაზის სიმაღლე პიქსელებში
Width - სიგრძე, მისი მნიშვნელობები იწერება ან პიქსელებში ან პროცენტებში დამოკიდებულია ეკრანის სიგანეზე. თუ წერთ პროცენტებში მაშინ რიცხვითი მნიშვნელობის შენდეგ უნდა დაწეროთ პროცენტის ნიშანი.(%)
მაგალითი:
<hr size=”4” width=”70%” color=”black”>

სიები
სიები დოკუმენტებში ძალიან ხშირად გვხვდება, ზოგი დანომრილია უმეტესობა კი მარკირებული, ძირითადად კი მუქი შავი წერტილი.
იმსათვის, რომ HTML შევქმნათ მარკირებული ან გადანომრილი სიები, ამისათვის არის სპეციალური ტეგები: <LI>, <UL>, <OL>, <MENU> და <DIR>.
მარკირებული სიები 
მარკირებული სიების შესაქმნელად განწესებულია ტეგი <UL> ...</UL>, ყოველი ხაზი სიაში აღინიშნება <LI>....</LI> ტეგებით, როგორცაა ნაჩვენები ქვემოთ მაგალითში.
მაგალითი:
<UL>
<LI>პირველი ხაზი</LI>
<LI>მეორე ხაზი</LI>
<LI>მესამე ხაზი</LI>
</UL>
იმისათვის, რომ შევცვალოთ მარკერის სახე შეგიძლიათ ტეგ <LI> დაუმატოთ ატრიბუტი Type.
Disk - მრგვალი მუქი წერტილი
Circle- წრე
Square- პატარა შავი კვადრატი

მაგალითი:
<ul>
<li type=disk>I</li>
<li type=circle>II</li>
<li type=square>III/li>
</ul>
ტეგი <menu>..</menu> იგივეა რაც <ul>, სიები რომლებიც შედგენილია <menu> - ს საშუალებით უფრო კომპაქტურად გამუიყურება .

გადანომრილი სიები
გადანომრლი სიების შესაქმნელად გამოიყენება ტეგი <ol>..</ol>. დანომრილი სიები მარკირებული სიების მსდავსად იქმნება. ყოველი ხაზი უნდა დაიწეროს <li>..</li>.
<ol> გააჩნია ატრიბუტები:
Start - სიის დამწყები ნომერი;
Type - ნუმერაციის ტიპი;
A - გადანომვრა დიდი ასოებით; 
a - პატარა ასოებით;
I - რომაული რიცხვებით;
1 – არაბულით;
მაგალითი:
<html>
<head>
<title>სიები</title>
</head>
<body>
<ol type = a>
<li>I</li>
<li>II</li>
<li>III</li>
</ol>
</ol>
</body>
</html>
სხვანაირად გადანომვრაც ანალოგიურად ხდება თუ თქვენ გინდათ არაბული რიცხვებით მაშინ ასე დაიწერება <ol type=”1”>, თუ რომაულით <ol type=”I”> და ა.შ.
ავღნიშნოთ, რომ რომ ზემოთ მოცემულ მაგალითში, თუ დავწერთ start=”c” , მაშინ გადანომრვა დაიწყებოდა: c,d, e...................
 <dir> - ტეგის საშუალებით იქმნება სიები, რომლის გადანომრვა გრძელდება 20- მდე ან უფო მეტიც.
აქედან გამომდინარეობს, რომ ზემოთ ხსენებული ტეგის საშუალებით იქმნება კატალოგები.
მაგალითი:
<dir>
<li>1</li>
<li>2</li>
<li>3/li>
<li>4</li>
</dir>
თუ თქვენ გინდათ მოათავსოთ HTML -ის დოკუმანტში რაიმე ტერმინების განმარტების სიები , უმჯობესია გამოიყენოთ <dl>,<dt>,<dd> ტეგები.
 <dl>... </dl> -ტეგ ში მოთავსებულია ზემოთ აღნიშნული სია.
<dt>..</dt> - ში მოთავსებულია თვითონ ტერმინი, ხოლო <dd>..</dd> - ში კი განსაზღვრება.
მაგალითი:
<dl>
<dt><b>HTTP</b></dt>
<dd>HyperText Transfer Protocol</dd>
<dt><b>HTML</b></dt>
<dd>HyperText Mark - up Language </dd>
</dl>

მორებნალი სტრიქონი 
<marquee></marquee> ამ ტეგების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ეკრანზე მორბენალი სტრიქონი.
<marquee>ტექსტი, რომელიც იმოძრავებს</marquee>
Align - ტექსტის გასწორება. ღებულობს მნიშვნელობებს: left, right, center, top, bottom; 
Behavior - ტექსტის მოძრაობის ვარიანტი. ღებულობს მნიშვნელობებს: slide, scroll, alternate; 
Bgcolor - ფონის ფერი; 
Direction- ტექსტის მოძრაობის მიმართულება. ღებულობს მნიშვნელობებს: left, right, up, down. 
Width - სამოძრაო სივრცის სიგანე პიქსელებში; 
Height - სამოძრაო სივრცის სიმაღლე პიქსელებში; 
Loop - განსაზღვრავს განმეორებათა რიცხვს; 
Title - ელემენტის სათაური; 
Scrollamount - ერთ ტაქტში გასასვლელი პიქსელების რაოდენობა; 
Scrolldelay - ტაქტი მილიწამებში;

მაგალითი:

<html>
<head>
<title>I gakveTili</title>
</head>
<body>
<marquee>1212</marquee>
</body>
</html>

მართალია , მორბენალმა სტრიქონმა შეიძლება მიიზიდოს კიდევაც მომხმარებელი , მაგრამ ამასთანავე ტექსტის სირბილმა და ციმციმმა შეიძლება გააღიზიანოს და დაატოვებინოს საიტი, ამიტომ ხშირად არ გამოიყენოთ.

ჰიპერგზავნილი
ჰიპერგზავნილები იქმნება ტეგ <A>...</A> დახმარებით. ამ ტეგებს შორის მოთავსებულია ტექსტური მიმართვები, რომელიც აისახება ბრაუზერში ან ფერის შეცვლით ან სხვა ფერით. თუ ლინკს ანუ ჰიპერგზანილს ვაკეთებთ ლოკალურ დოკუმენტზე, ანუ ჩვენი Web საიტის რაიმე გვერდზე, რომელიც მოთავსებულია იგივე დირექტორიაში , მაშინ ვწერთ პირდაპირ ფაილის სახელს და გაფართოებას.
მაგალითი:
< a href=”second_page.html”>Go to next page</a>
ეხლა დაწვრილებით განვიხილოთ ეს ტეგი.
<a - ლინკის დასაწყისი
href - ნიშნავს "hypertext reference” ამ ბრძანების მერე იწერება მისამართი
_ HYPERLINK "http://www.yahoo.com/” _http://www.yahoo.com/_ - იმ ვებ გვერდის მისამართი, რომელზეც გვინდა გადავიდეთ
Welcome to yahoo – ტექსტი, რომელზე დაჭერითაც გადავალთ ზემო მითითებულ 
მისამართზე.
/a> - ლინკის დასასრული..
<A> ტეგის ატრიბუტები:
HREF - URL ფაილის მისამართი ან სხვა დოკუმენტის რომელზეც უნდა გაკეთდეს 
ჰიპერ მიმართვა.
NAME - ჰიპერგზავნილის სახელი HTML - ის იმავე ფაილში. 
გამოიყენება ჰიპერგზავნილების მისამაგრებლად HTML - ში.
TARGET - ამ ატრიბუტის საშუალებით მიეთითება ის ფანჯარა, რომალშიც 
ჩაიტვირთება საიტი, ეს ატრიბუტი ძირითადად გამოიყენება ფრეიმებთან 
სამუშაოდ, ფრეიმების შესახებ მოგიყბებით ბოლო ნაწილში. 
_blank დოკუმენტი იტვირთება ახალ ფანჯარაში.
_ parent დოკუმენტი იტვირთება ძირითად ფანჯარაში.
_self დოკუმენტი იტვირთება იმავე ფანჯარაში სადაც მოთავსებულია 
ჰიპერგზავნილი.
_top დოკუმენტი დაიკავებს ბრაუზერის მთლიან ფანჯარას.
TITLE - სათაური, რომელიც გამოჩნდება ბრაუზერის ფანჯარაში, ჰიპერგზავნილის 
არჩევის შემდეგ.
გვერდზე გადავდოთ TARGET - ის გამოყენება, მას დავუბრუნდებით ფრეიმების შესწავლის დროს.

ტეგი META 
HTML კოდში ჩაწერილ ანოტაციასა და საკვანძო სიტყვების ერთობლიობას, რომლებიც ვიზუალურად ვებ-გვერდზე არ სჩანან, მეტა ანოტაციის ტეგი და მეტა-საკვანძო სიტყვების ტეგი ეწოდება.
ანოტაცია - ეს არის საიტის მოკლე აღწერა, შედგენილი ერთი ან რამდენიმე წინადადებისაგან. მეტა – ანოტაციას ზოგიერთი ინდექსი იყენებს ძიების შედეგად მიღებულ ეკრანზე განმარტების გამოსატანად, ვებ-გვერდის სახელსა და მირებულ ეკრანზე განმარტების გამოსატანად, ვებ – გვერდის სახელსა და მიმართვასთან ერთად. 
მეტა - ტეგები HTML ენაში ასე იწერება.

<META NAME="description" content="დოკუმენტის შესახებ მოკლე ინფორმაცია"> ასეთი ინსტრუქცია განსაზღვრავს ცვლადს description, რომელიც შეიცავს დოკუმენტის მოკლე აღწერას.
<META NAME="keywords" content="მუსიკა, ვიდეო, html, mp3. დ.ა.შ."> ამ ინსტრუქციაში, ცვლადს keywords ენიჭება content -ის მნიშვნელობა;
ეს ორი ინსტრუქცია ძირითადად გამოიყენება საძებნი სისტემებისათვის.
<META HTTP-EQUIV="Refresh" CONTENT="დროის ინტერვალი”; URL=”მისამართი" >
ეს ინსტრუქცია ბრაუზერს მიუთითებს, რომ, თუ მომხმარებელი დოკუმენტის ჩამოტვირთვის შემდეგ, მითითებულ დროის ინტერვალში არ გადავიდა სხვა დოკუმენტზე, ავტომატურად გახსნას მითითებული დოკუმენტი მიმდინარე ფანჯარაში. შეგვიძლია მივუთითოთ ხმოვანი ფაილის მისამართიც. 
მაგალითი: <META HTTP-EQUIV="Refresh" CONTENT="2”; URL=”magaliti.htm">



ფაილის გადმოსაწერათ აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

   ნანახია: 927 | სიახლის წყარო: |კატეგორია: ვებმასტერებს |  უკან დაბრუნება


 




სულ კომენტარები: 0

Categories
Online TV
YouTube  Searh

Google Translate
Poll
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
Calendar
«  მაისი 2010  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Banners



Online
free counters