რეგისტრაცია პაროლის შეხსენება
 

გრაფიკული,ხმოვანი და ანიმაციური ფაილები HTML - ში (II ნაწილი) - 1 მაისში 2010



II ნაწილი

გრაფიკული,ხმოვანი და ანიმაციური ფაილები HTML - ში

ამ თავში ჩვენ მოგიყვებით, როგორ "გააცოცხლოთ" თქვენი Web გვერდი სურათების, ვიდეო და ანიმაციური ფაილების განთავსებით, და აგრეთვე აუდიო ფაილის ჩასმით. 

გრაფიკული გამოსახულების ჩასმა

გრაფიკული ფაილების ჩასასმელად თქვენ დაგჭირდებათ ტეგი <IMG>, მას უნდა მიუთითოდ 
რიგი ატრობუტებისა .
<img> - ტეგის ატრიბუტები.
HEIGHT და WIDTH ატრიბუტის საშუალებით შეგიძლიათ გამოსახულების მასშტაბირება, პარამეტრის მნიშვნელობები მიეთითება პიხსელებში ან პროცენტებში.
SRC - URL ფაილის მისამართი გრაფიკული გამოსახულებით;
ALT - "ტექსტი" რომელიც გამოჩნდება სურათთან თაგვის მაჩვენებლის მიტანისას;
ALIGN - ტექსტის გასწორება სურათთან მიმართებაში;
LEFT - მარცხენა მხარეს გაუსწორებს ტექსტს;
RIGHT - მარჯვენა მხარეს;
TOP - ზემოთ დაუწერს ტექსტს;
MIDDLE - შუაში გაასწორებს;
BOTTOM - ქვემო საზღვარს გაუსწორებს;
BORDER - ჩარჩო სურათის გარშემო გამოისახება პიქსელებში;
HSPACE - ცარიელი სივრცის სიგანე პიქსელებში,ტექსტიდან ჰორიზონტალურად;
VSPACE - თავისუფალი სივრცის სიგანე პიქსელებში, რომელის გამოყოფს სურათს ტექსტისგან ვერტიკლურად;
USEMAP - URL ფაილის მისამართი, რომელიც შეიცავს სეგმენტირებული რუკის მისამართს;
ISMAP - ეს პარამეტრი მიუთითებს, რომ მოცემული გამოსახულება სეგმენტირებულია;
მაგალითი:
<html>
<head>
<title>putting image</title>
</head>
<body bgcolor="#FFFFFF">
<img border="0" src="images/head1.jpg" width="257" height="305">
</body>
</html> 
ვიდეო ფრაგმენტების ჩასმა

ვიდეო ანუ AVI ფრაგმენტების ჩასასმელად გამოიყენება ისევ ტეგი <IMG> სხვადასხვა ატრიბუტებით.
ეს ატრიბუტებია:
DYSRC - ეს ატრიბუტი, ატრიბუტ SRC ანალოგიურია ოღონდ იგი მიუთითებს გრაფიკული ფაილის მისამართს, ხოლო DYSRC კი AVI ფაილის მისამართს, რომელიც შიცავს ვიდეო ფრაგმენტს.
START - ეს ატრიბუტი მიუთითებს დროს თუ როდის დაიწყება ვიდეოფაილი თუ ატრიუტს მითითებული აქვს FILEOPEN მაშინ ვიდეოფაილი საიტის ჩატვირთვისთანავე იწყება, ხოლო თუ მითითებული აქვს MOUSEMOVE მაშინ ვიდეო ფაილი მხოლოდ მაშინ ჩაიტვირთება, როცა მომხმარებელი მოათავსებს კურსორს ფანჯარაზე.
CONTROLS - თუ მითითებული აქვს ეს ატრიბუტი, მაშინ ვიდეო ფალის ფანჯრის ქვემოდ ჩნდება მართვის ღილაკები , რომელიც უფლებას აძლევს მომხმარებელს აკონტროლოს ვიდეო ფაილის ჩვენება.
LOOP - ეს ატრიბუტი განსაზღვრავს რადენჯერ ჩაიტვირთება ვიდეო ფრაგმენტი, თუ მისი მნიშვნელობა 1 ტოლია მაშინ ის მხოლოდ ერთხელ ჩაიტვირთება, ხოლო თუ მას მითითებული აქვს მნიშვნელობა INFINITE მაშინ ვიდეო ფაილის ჩვენება უსასრულოდ გაგრძელდება.
LOOPDELAY - ეს ატრიბუტი საშუალებას გვაძლევს დავაყოვნოთ ჩატვირთის ოპერაცია მილიწამებში, შემდეგ ვიდეო ფაილის ჩატვირთვამდე.
ამ ატრიბუტების გარდა არსებობს სხვებიც, რომლის შესახებაც ჩვენ გიამბობდით წინა თავში, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ ვიდეოფაილის ხედვის არე ჩარჩოში, გაუსწოროთ მას ტექსტი და ა.შ.
მაგალითი:
<html>
<head>
<title> putting AVI files</title>
<body>
<img dynsrc="skymove.avi" start="fileopen" controls>
</body>
</html>
ხმოვანი ფაილები HTML დოკუმენტებში

იმისათვის, რომ HTML - დოკუმანტს დავურთოთ ხმოვანი ფაილი უნდა გამივიყენოთ <BGSOUND> ტეგის SRC და LOOP ატრიბუტი. src - მიუთითებს ფაილის მისამართს WAV, AU ან MIDI გაფართოებით, LOOP - ის საშუალებით მიეთითება თუ რამდენჯერ იქნება დაკრული ხმოვანი ფაილი.
მაგალითი:
<bgsound src="kaas.wav">
ამ შემთხვევაში ფაილი მხოლოდ ერთხელ ჩაიტვირთება.
ხმოვანი ფაილის ჩასმა Netscape Navigator ბრაუზერში

Netscape Navigator - ში ხმოვანი ფაილის ჩასმა <EMBED> ტეგის დახმარებით ხდება
მაგალითი:
<embed src="kaas.wav">
ხმოვანი ფაილის ჩასმა NCSA Mosaic ბრაუზერში

არსებობს კიდევ ერთი საშუალება ხმოვანი ფაილის დართვის, რომელიც მარტო ზემოთხსენეული ბრაუზერისათვის არის შესაძლებელი, ამის განხორციელება <SOUND> ტეგის გამოყენებით შეიძლება.
მაგალითი:
<sound src="kaaz.wav" loop=infinite delay="15">
Delay საშუალებას გვაძლევს დავაყოვნოთ ხმოვანი ფაილის ჩატვირთვა, ჩვენ შემთხვევაში 15 წამით.
თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ხმოვანი ფაილი ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლსათვის შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი ერთად დაწეროთ, როგორც ეს მაგალითში არის მოცემული.
მაგალითი:
<html>
<head>
<title>ხმოვანი ფაილის ჩასმა</title>
</head>
<body>
<embed src="kas.wav" hidden="true">
<bgsound src="kas.wav">
</body>
</head>
სეგმენტირებული გრაფიკა

იმისათვის, რომ მოვათავსოთ საიტში სეგმენტირებული გრაფიკა საჭირო არი არის გამოვიყენოთ რომელიმე გრაფიკული რედაქტორი .
საჭიროა ტეგი <map>..</map>, თავისი ატრიბუტებით: SHAPE, COORDS, HREF
Shape - ის ატრიბუტებია
RECT - მართკუთხედი . ატრიბუტი Coords მის კოორდინატებს მიუთითებს.
CIRC - წრეწირი. Coords მიუთითებს სამ მნიშვნელობას, წრეწირის ცენტრის კოორდინატებს X ღერძის მიმართ, ცენტრის კოორდინატებს Y ღერძის მიმართ და რადიუსს. 
POLY - მრავალკუთხედი. Coords განსაზღვრავს მრავალკუთხედის წვეროების კოორდინატებს. 
<map> ტეგის ატრიბუტი href განსაზღვრავს URL ფაილის მისამართს, რომელის ჩატვირთვა აუცილებელია, როცა მომხმარებელი დააწკაპუნებს არეში სადაც ჰიპერგზავილი არის მიმაგრეული. გახსოვდეთ, რომ მთელი ეს პროცედურა <IMG> ტეგის დახმარებით ხორციელდება, რომლისთვისაც დამატებით მიეთითება ატრიბუტი USEMAP .
მაგალითი:
<img src=”buttons.gif” border=”0” usemap=”#buttoons”> 
ამ შემთხვევაში usemap მიუთითებს სეგმენტირებადი რუკის სახელს, რომელიც იმავე ფაილშია მოთავსებული, რომელიშიც მასზე მისამაგრებელი ჰიპერგზავნილი. თუ არა მაშინ, აუცილებელია მიეთითოს ფაილის სახელი, რომელიც შეიცავს ამ რუკას.
მაგალითი:
<img src =”buttons.gif” border=0 usemap=”map.htm#buttons”>
კიდვ არსებობს ერთი ატრიბუტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივუთი თოთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ამ სეგმენტზე ჰიპერგზავნილი - NOHREF.
მაგალითი:
<area shape=”rect” cords=”0,0,70,50” nohref>
თუ თქვენ აპირებთ ზემოთ განხილული ტეგის მხოლოდ ჰიპერმიმართვების მისამაგრებლად გამოყენებას, მაშინ უმჯობესია მის ნაცვლად გამოიყენოთ ცხრილის უჯრა რის შესახებაც ჩვენ მოგიყვებით შემდეგ ნაწილში.



ფაილის გადმოსაწერათ აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

   ნანახია: 645 | სიახლის წყარო: http://html-geo.narod.ru |კატეგორია: ვებმასტერებს |  უკან დაბრუნება


 




სულ კომენტარები: 0

Categories
Online TV
YouTube  Searh

Google Translate
Poll
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
Calendar
«  მაისი 2010  »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Banners



Online
free counters